ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
ქალაქ ზუგდიდში, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე მის ორ
სოფელში - ტყაიასა და რუხში,
პროექტ „კულტურა საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში ქართულ -აფხაზური
ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.
სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ქართველი მეცნიერები: ნატო მარშანია, ლია ახალაძე, მანონ ბულისკერია შეხვდებიან მოსახლეობას. ისინი საუბრისას ქართულ-აფხაზურ კულტურულ და ისტორიულ ურთიერთობებზე გაამახვილებენ ყურადღებას. საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას.
ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი. ამასთან, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა - „პროფორიენტირი“. მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ზვიად ბოლქვაძისა და მუსიკალური ბენდის „ნიუტონი“ მონაწილეობით გაიმართება.
პროექტის ავტორია „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი“.
ღონისძიებები 6 სექტემბერს გაიმართება. დასწრება თავისუფალია. განრიგი ასეთია:
16:45 - 17:00 სოფელი ტყაიას საჯარო სკოლის ეზოში მდებარე სკვერის ბიბლიოთეკის „სკვერის ბიბლიოთეკის“ წიგნადი ფონდის განახლება;
17:10 - 17:30 სოფელ ტყაიას საჯარო სკოლა. ლექცია: „აფხაზი არისტოკრატები დევნილობაში“ (წიგნის პრეზენტაცია) - წარმდგენი გამოცემის ავტორი - მკვლევარი ნატო მარშანია.
17:35 -17:55 სოფელ ტყაიას საჯარო სკოლა. ლექცია: „აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები“ (წიგნის პრეზენტაცია) - წარმდგენი გამოცემის ავტორი - ისტორიის დოქტორი, პროფესორი ლია ახალაძე;
17:00 – 17:25 სოფელ რუხის საჯარო სკოლა. ლექცია: „თანამედროვე მწერლები დევნილობაში“ - წარმდგენი პოეტი მანონ ბულისკერია;
17:30 – 17:50 სოფელ რუხის საჯარო სკოლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა - „პროფორიენტირი“ - წარმდგენი პროგრამის ხელმძღვანელი, უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი დემეტრე მოდებაძე;
17:50 - 18:00 სოფელ რუხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებით განახლება.
19:00 – 20:10 ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე - მუსიკალური კონცერტი - ზვიად ბოლქვაძე და ბენდი „ნიუტონი“.