ახალი ამბები
ნოქალაქევში ადრებიზანტიური პერიოდის ნივთები აღმოაჩინეს
FaceBook Twitter
E-mail Print
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ნივთები, რომელიც ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება. აქ აღმოჩნდა სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული, სამკაულის დეტალი და ბალთა - კულტურული ფენებიდან ამოსული არქეოლოგიური მასალა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპედიციამ მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 27 ივლისის პერიოდში აწარმოა სამუშაოები ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში, ორ უბანზე, თხრილებზე. ერთ-ერთ თხრილში გამოვლინდა კერამიკული მასალა ქრონოლოგიურად ჭრელი იყო, რაც მათი განმარტებით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს თხრილის ჩრდილოეთით მდებარე მთასთან, საიდანაც კულტურული ფენები მუდმივად ირეცხება. თუმცა თიხის იატაკის მიმდებარედ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სუფრის ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც ძირითადად ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება.

სააგენტოს ინფორმაციით, გათხრები ბრიტანული მეთოდოლოგიით ჩატარდა. ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ბრიტანელი სპეციალისტები. ასევე, სტუდენტები და მოხალისეები. საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიების პარალელურად, სეზონის განმავლობაში ტრადიციულად მიმდინარეობდა ტრეინინგები ქართული და უცხოური უნივერსიტეტების არქეოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.

"2019 წლის სეზონის დასაწყისში წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოხდა თხრილის გაფართოება ჩრდილოეთით და დასავლეთით 2-2 მეტრზე. თხრილის გაფართოების მთავარ მიზანს გამოვლენილი ნაგებობის დარჩენილი ნაწილების გამოვლენა და შესწავლა წარმოადგენდა.

უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში, ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნაქალაქარის ქვედა ტერასის ორ უბანზე (A, B და F თხრილები) წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა ელინისტური ხანის სამოსახლოები, კულტურული ფენები და სამაროვანი.

F თხრილში გამოვლენილი ნაგებობა, მორების ან ძელების ურთიერთჭდობაზეა დაფუძნებული და მისი სტრუქტურა არ საჭიროებს ლურსმნებს. ნაგებობის ასაშენებლად შექმნილია სუბსტრუქცია, რომელიც თხრილში ტერასებად არის წარმოდგენილი.

F თხრილზე აღმოჩენილი ელინისტური ხანის ნაგებობების შიდა და გარე ფართობზე შესწავლილ კულტურულ ფენებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად სამზარეულო და სამეურნეო კერამიკულ ჭურჭელს აერთიანებს, რაც საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ გამოვლენილი ნაგებობები აშკარად საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენდნენ.

2019 წლის არქეოლოგიურ სეზონზე გაგრძელდა 2018 წელს გამოვლენილი G თხრილის არქეოლოგიური ფენების დაღრმავება, სეზონის დასაწყისში თხრილის ზედაპირზე იყო ნაყარი კირქვის ფენები . ასევე მცირე ზომის რიყის ქვისა და კირის ნარევი ფენები. თხრილზე სამუშაოების გაგრძელება დაიგეგმა აღმოჩენილი ფენების შესაბამისად", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.