ახალი ამბები
იტალიელი არქიტექტორების მიერ აშენებული და განადგურების პირას მისული შენობა აბაშაში [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანის ყოფილი კულტურის ცენტრი, რომელიც იტალიელი არქიტექტორების მიერ არის აშენებული, ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს. შენობის მძიმე მდგომარეობის შესახებ საუბარი აქტიური გახადა სოციალურ ქსელში მომხმარებელ ნათია არველაძის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა, სადაც ჩანს, რომ ნაგებობა განადგურების პირას არის მისული.

როგორც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში „ლაივპრესს“ განუცხადეს, მარანის კულტურის ცენტრი 90-იან წლებში განადგურდა და მას შემდეგ უფუნქციოდ არის დარჩენილი. მერიის პრესსამსახურში ირწმუნებიან, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა შენობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ, აბაშის მერი ლევან მაკალათია, მაჟორიტარი ოთარ დანელია და კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

მათი მტკიცებით, შენობის აღდგენის პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის უწყებებთან შეთანხმებით მოამზადებს. პროცესში კერძო არქიტექტურული კომპანიებიც ჩაერთვებიან, რომლებიც სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის ურბანული ძეგლის რენოვაციის საკუთარ კონცეფციას შესთავაზებენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წინასაპროექტო ეტაპზე არსებული გეგმის მიხედვით, XX საუკუნის არქიტექტურის მქონე ნაგებობა კულტურის სფეროს პროფესიული განათლების მრავალპროფილურ სასწავლო ცენტრს უნდა დაეთმოს.

„რეაბილიტაციის შემდგომ შენობა საცხოვრებელი კამპუსის დატვირთვას შეიძენს, რაც პროფესიული დახვეწის სასწავლო პროცესს ნაყოფიერს და ინტენსიურს გახდის. ცენტრი უმეტესად ქვეყნის დასავლეთ რეგიონის მოსწავლეებისთვის იქნება განკუთვნილი და არქიტექტურის, რესტავრაციის, მხატვრობის, მუსიკის და თეატრის მიმართულებით გატაცებული ახალგაზრდების დახელოვნებას მოემსახურება“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, შენობის აღდგენის პროექტის პარალელურად, სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდება ასევე მიმდებარე პარკის კეთილმოწყობის პროექტი, უშუალოდ სამუშაოებს კი თვითმმართველობა უზრუნველყოფს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შენობის და პარკის აღდგენის პროექტები მიმდინარე წელს მომზადდება, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დასრულება კი მომდევნო წლის ბოლომდეა ნავარაუდევი.

აბაშის მერიის ინფორმაციით, შენობა იტალიელი არქიტექტორების მიერ არის აშენებული გასულ საუკუნეში, თუმცა დაზუსტებით არავინ იცის რომელ წლებში. მერიაში განმარტავენ, რომ შენობაში ახალგაზრდები ეუფლებოდნენ როგორც ხელოვნების სხადასხვა დარგს, ასევე აქ იყო განთავსებული პროფესიული განათლების კურსები.

ფოტოები: ნათია არველაძის ფეისბუკ გვერდიდან
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 5
სარაკეტო
10:18 / 26.09.2022
ბოლო ერთი დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 5 სარაკეტო
კრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ
იზიუმში
10:00 / 26.09.2022
კრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც
აქტივისტებმა ოკუპაცია
17:46 / 25.09.2022
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქტივისტებმა ოკუპაცია
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე
მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
16:23 / 25.09.2022
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.