მუსიკის ენა დიალოგისთვის - ელისო ბოლქვაძემ და აფხაზეთის კაპელამ ზუგდიდში კონცერტი გამართეს [ვიდეო]
ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის
ელჩმა
ელისო ბოლქვაძემ და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო
საგუნდო კაპელამ კონცერტი სახელწოდებით - "მუსიკა აერთიანებს"
გამართეს. ღონისძიება იყო გზავნილი ენგურს გაღმა მცხოვრები
მოსახლეობისთვის, რომ მუსიკა არ ცნობს საზღვრებს, ხელოვნურ ბარიერებს
და ის აერთიანებს ყველას, მათ შორის კონფლიქტით გახლეჩილ
საზოგადოებებს.

ელისო ბოლქვაძემ ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს დღეს პირველად დაუკრა.
"იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება მუსიკის ენით, მშვიდობის ენით შევიდეთ აფხაზეთში და კიდევ ბევრი ადამიანი გავახაროთ ჩვენი შემოქმედებით. ვფიქრობ, ეს ოცნება აუცილებლად უნდა აგვიხდეს. ეს არის მუსიკის ენით მიმართული მესიჯი მათდამი, ვისაც ევალება კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს", - განაცხადა პიანისტმა, რომელმაც მსმენელისთვის ფრანც შუბერტისა და ფრიდერიკ შოპენის ნაწარმოებები დაუკრა.

თავის მხრივ, კაპელამ შეასრულა ყველასთვის ნაცნობი, ძველი ქართული სიმღერები ახალი არანჟირებით.
დღევანდელი ღონისძიება ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ინიციატივით გაიმართა.
კონცერტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეები დაესწრნენ. მერიამ ღონისძიებისთვის 15 ათას ლარზე მეტი გამოყო.