ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის თანამშრომელმა აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს აგინა
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსთაველზე ვინც დგახართ, თქვენს დედებს შე.... და ვინც პასუხი არ მომთხოვოს, მამებიც დაგიმატეთ, - ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ზაზა ფარცვანია თბილისში, 8 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციას „სირცხვილია“, რომლის მონაწილეებმა დეპუტატებს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს.

სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი მოგვიანებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ წაშალა. როგორც ზაზა ფარცვანია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, დღესაც იგივე აზრზე რჩება და საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს:

„რომ ვნანობ, იმიტომ კი არ წამიშლია. უბრალოდ ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. რასაც ვფიქრობ, ის დავწერე ჩემს გვერდზე. რა უნდათ მანდ და რატო იკრიბებიან, ის ვერ გავიგე“, - განაცხადა ზაზა ფარცვანიამ.

მან „ლაივპრესს“ დაუდასტურა, რომ აქციის მონაწილეებს განსხვავებული აზრის გამო აგინა, რადგან თვლის, რომ მათი მოთხოვნა გაურკვეველია.

„მეც ხომ მაქვს ჩემი განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლება?! ისინი საკუთარ აზრს გამოხატავენ, მე ჩემი გამოვხატე. რა ვქნათ ახლა? ჩემი უფლებები დაირღვეს და იმათი არა?“, - განმარტა მან.

შეკითხვაზე, თუ სად დაირღვა მისი უფლებები, აღნიშნა, რომ „შევაწუხეთ“ ამ თემაზე შეკითხვებით.

თავად მისი ხელმძღვანელი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია შვებულებაშია და აღნიშნა, რომ პოსტი არც უნახავს. ის არ იზიარებს ადამიანების შეურაცხყოფას განსხვავებული აზრის გამო და ამბობს, რომ არ აპირებს „ვინმეს ხელი გადააფაროს“.

თავის მხრივ, ფაქტზე რეაგირების მოხდენას გეგმავს მერია. შიდა აუდიტის სამსახური ფაქტს იკვლევს და როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, სწორედ მას შემდეგ დადგინდება, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის ზაზა ფარცვანიას.

„განცხადების ნებისმიერი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფს მეორე ადამიანის უფლებებს და პატივმოყვარეობას, ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადეს მერიაში.

თავად ზაზა ფარცვანია არ თვლის, რომ პასუხი უნდა აგოს ფეისბუკ პოსტისთვის, სადაც მან თბილისში მიმდინარე აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს აგინა, თუმცა ამბობს, რომ მზად არის ასეთი გადაწყვეტილებისთვისაც.

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (98 ხმით) ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს.

აქცია „სირცხვილია-ს“ მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ, მანამდე მის შს მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდნენ, რადგან 20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. რუსთაველზე აქციას 21 ივნისიდან მართავენ. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, 2-მა დაკარგა თვალი და დააკავეს 300-ზე მეტი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, კოვიდ-19-ის მთელს
13:41 / 29.03.2020
პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, კოვიდ-19-ის მთელს
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, წირვა აღავლინა ივერიის
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში
13:40 / 29.03.2020
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, წირვა აღავლინა ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის
მკაცრი
12:47 / 29.03.2020
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის მკაცრი
ვიდეო
ბოსტნეულის კანფეტები „კოპეშონისგან“ [ვიდეო/ფოტო]
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
როგორ იცავთ თავს კორონავირუსისგან - გამოკითხვა [ვიდეო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
229 სიტყვა 30 წამში - ზუგდიდელმა მოზარდმა ემინემის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის,
კორონავირუსის მიზეზით, სოხუმმა შესაძლოა ენგურის ხიდი ჩაკეტოს [ვიდეო]
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ფოტო
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
ზუგდიდი კორონავირუსის წინააღმდეგ [ფოტო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.