ახალი ამბები
ზაზა ფარცვანია ზუგდიდის სირცხვილია - ბიბლიოთეკასთან აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის მიერ აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეების მისამართით გინებას და უცენზურო სიტყვების გამოყენებას. ამ წუთებში 4 აქტივისტი დგას ბიბლიოთეკის შენობასთან და შეძახილებით „ზაზა ფარცვანია არის ზუგდიდის სირცხვილი“, აპროტესტებს მერიის თანამშრომლის მიერ აქციის მონაწილეების გინებას.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუღებელია დეპუტატ ემზარ კვიციანის ქმედებაც, რომლითაც მან მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა.

რუსთაველზე ვინც დგახართ, თქვენს დედებს შე.... და ვინც პასუხი არ მომთხოვოს, მამებიც დაგიმატეთ, - ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ზაზა ფარცვანია თბილისში, 8 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციას „სირცხვილია“, რომლის მონაწილეებმა დეპუტატებს „სირცხვილის დერეფანი“ მოუწყვეს.

სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი მოგვიანებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ წაშალა, თუმცა გააგრძელა აქციის მონაწილეების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება.

როგორც ზაზა ფარცვანია „ლაივპრესთან“ საუბარში აცხადებს, პოსტის წაშლის მიუხედავად, დღესაც იგივე აზრზე რჩება და საკუთარი სიტყვები უკან არ მიაქვს

თავის მხრივ, ფაქტზე რეაგირების მოხდენას გეგმავს მერია. შიდა აუდიტის სამსახური ფაქტს იკვლევს და როგორც მერიის პრესსამსახურში განგვიმარტეს, სწორედ მას შემდეგ დადგინდება, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს შეურაცხმყოფელი განცხადებისთვის ზაზა ფარცვანია.

„განცხადების ნებისმიერი ფორმა, რომელიც შეურაცხყოფს მეორე ადამიანის უფლებებს და პატივმოყვარეობას, ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადეს მერიაში.

თავად ზაზა ფარცვანია არ თვლის, რომ პასუხი უნდა აგოს ფეისბუკ პოსტისთვის, სადაც მან თბილისში მიმდინარე აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს აგინა, თუმცა ამბობს, რომ მზად არის ასეთი გადაწყვეტილებისთვისაც.

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (98 ხმით) ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს.

აქცია „სირცხვილია-ს“ მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ, მანამდე მის შს მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდნენ, რადგან 20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. რუსთაველზე აქციას 21 ივნისიდან მართავენ. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, 2-მა დაკარგა თვალი და დააკავეს 300-ზე მეტი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.