ახალი ამბები
ზუგდიდში ქარი 13 სექტემბრის ჩათვლით შენარჩუნდება
დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზუგდიდში 13 სექტემბრის ჩათვლით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი სამმართველოს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ 16-მდე ტემპერატურამ შესაძლოა 28-30 გრადუსამდე მოიმატოს სამეგრელოს რეგიონში.

"15-ში, დღის ბოლოს ამინდი შეიცვლება. ტემპერატურა დაიკლებს და იწვიმებს. დროგამოშვებით იქნება ინტენსიური წვიმა", - განმარტეს სააგენტოში.

ზუგდიდში უკვე მეორე დღეა ძლიერი ქარია.