ახალი ამბები
მერიაში ჯერაც სწავლობენ 3 დღის წინ თანამშრომლის მიერ „სირცხვილიას“ მონაწილეების გინების ფაქტს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური ჯერ კიდევ სწავლობს მის დაქვემდებარებაში არსებული ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის მხრიდან გინებისა და უცენზურო სიტყვების გამოყენების ფაქტს.

სწორედ ამ სამსახურის მუშაობის დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ რა სანქცია დაეკისრება ზაზა ფარცვანიას, 8 სექტემბერს აქცია სირცხვილიას მონაწილეების მისამარით გინების და უცენზურო სიტყვების გამოყენებისთვის.

„საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია და რამდენიმე დღეში ააიპ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ხელმძღვანელს რეაგირების მიზნით გაეგზავნება შიდა აუდიტის ინსპექტირების წერილი“, - გვითხრეს მერიაში.

"რუსთაველზე ვინც დგახართ, თქვენს დედებს შე.... და ვინც პასუხი არ მომთხოვოს, მამებიც დაგიმატეთ, - ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ზაზა ფარცვანია თბილისში, 8 სექტემბერს გამართულ საპროტესტო აქციას "სირცხვილია", რომლის მონაწილეებმა დეპუტატებს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს.

მოგვიანებით მან ეს პოსტი წაშალა, თუმცა მის გვერდზე რჩებოდა სხვა უცენზურო გამონათქვამები აქციის მონაწილეების მისამართით. როგორც ზაზა ფარცვანიამ "ლაივპრესთან" განმარტა, გამოთქვა საკუთარი აზრი აქციასთან დაკავშირებით და იგივე პოზიციაზე რჩება.

ფაქტს ზუგდიდში საპროტესტო აქციით გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები. 4 აქტივისტი ბიბლიოთეკის შენობასთან სასტვენებითა და პლაკატით მივიდა, რომელსაც ჰქონდა წარწერა: "ზაზა ფარცვანია ზუგდიდის სირცხვილია".

საქართველოს პარლამენტმა ერთხმად (98 ხმით), ქუჩაში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მინისტრთა კაბინეტს.

აქცია „სირცხვილია-ს“ მონაწილეები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებენ, მანამდე მის შს მინისტრობიდან გადადგომას ითხოვდნენ, რადგან 20-21 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ. რუსთაველზე აქციას 21 ივნისიდან მართავენ. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, ორმა დაკარგა თვალი და დააკავეს 300-ზე მეტი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის
კონკურსში
19:38 / 17.01.2020
ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კონკურსში
რაც დამტვრეულია და დაზიანებული, კომისია დაითვლის ზარალს და ჩვენ
ასევე, სახალხოდ ამ ყველაფერს
18:36 / 17.01.2020
რაც დამტვრეულია და დაზიანებული, კომისია დაითვლის ზარალს და ჩვენ ასევე, სახალხოდ ამ ყველაფერს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების დაზიანების ფაქტზე
14:58 / 17.01.2020
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების დაზიანების ფაქტზე
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია და დიალოგის სხვა
ფორმების მიზანშეწონილობის
14:45 / 17.01.2020
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია და დიალოგის სხვა ფორმების მიზანშეწონილობის
ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.