ახალი ამბები
აუტიზმი, როგორც „ტვირთი“ - ფორუმ თეატრის სპექტაკლი რეალურ ამბებზე [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
მოქმედება სკოლაში ვითარდება, სადაც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი ჰყავთ. ერთი შეხედვით ყველამ იცის, რომ მოსწავლე დანარჩენებისგან რამდენადმე განსხვავებულია, თუმცა პრობლემისადმი მხოლოდ გულგრილი, მექანიკური მიდგომა არსებობს. აქ ის მხოლოდ ზედმეტი ტვირთია, კლასისთვის ხელისშემშლელი ბიჭი - ვაწყდებით მსგავს დამოკიდებულებას ზოგიერთი პედაგოგის და მშობლის მზრიდან. ამ შინაარსის სიუჟეტი გაითამაშეს დღეს დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ცენტრში ფორუმ თეატრის მოხალისე მსახიობებმა. მოქალაქეები შეეცადნენ ეჩვენებინათ არც თუ იშვიათი რეალობა - საკითხისადმი ზედაპირულობა, დაბალი ცნობიერება, რაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს უუფლებოდ აქცევს, არ აძლევს მას თანაბარ გარემოში განვითარების, განათლების მიღების შესაძლებლობას.

მშობლის არგუმენტი ასეთია - კლასში, სადაც იმ მასწავლებლის შტატი გააუქმეს, სადაც სწორედ მსგავსი მოსწავლე ჰყავთ, თითქოს ჩნდება პრობლემა და კითხვის ნიშანი - დაიჩაგრებიან თუ არა დანარჩენი ბავშვები, როცა პედაგოგის ყურადღება დიდწილად შესაძლოა მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს დაეთმოს, სხვებისთვის კი ეს გარემოება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს.

გამოსავლის ძიებაში ერთვებიან ფორუმ თეატრის მაყურებლებიც, რომლებიც ცდილობენ შეარბილონ დამოკიდებულების სიხისტე და თითოეული მოსწავლის განვითარებისთვის საჭირო საერთო პირობებზე შეჯერდნენ. მოხალისე მსახიობი ანა თოდუა, რომელიც პრეტენზიულ მშობელს განასახიერებს, ამბობს, რომ პრობლემის გადაწყვეტის პროცესში ბევი რგოლი უნდა ჩაერთოს. თუმცა პირველ რიგში თავად დედებმა და მამებმა უნდა მოინდომონ ცვლილება საკუთარ თავში, რათა შვილის პროგრესს და საბოლოოდ, საზოგადოების სწორად ფორმირებას შეუწყონ ხელი.

"ალბათ სპეციალური ვიდეორგოლების ჩვენება, დატრენინგება, ცნობიერების ამაღლება უნდა მოხდეს მშობლებში, რომლებიც ამ ყველაფერში პრობლემას ხედავენ, და არ იციან, რომ ის ბავშვიც ისეთივე უფლებებით სარგებლობს, როგორც მათი. სწორედ ასეთი მშობლებისთვის უნდა იყოს სპეციალური პროგრამები, რათა გაძლიერდნენ", - აღნიშნა ანა თოდუამ.

მისივე თქმით, ძალიან ხშირია ტერმინოლოგიის არასწორი გამოყენება მსგავსი და სხვა საჭიროების ადამიანთა მიმართ, იგივე სკოლაში მასწავლებელთა მხრიდან, მშობლებისგან, რაც უნდა შეიცვალოს.

მესამე საჯარო სკოლის მასწავლებლის, თამარ ჯიქიას თქმით, რომელიც სწორედ ამ საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობს, პრობლემა მთლიანად საზოგადოებაშია, ამიტომაც, როცა მოგვარებაზე ვსაუბრობთ, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მხოლოდ ერთის საზრუნავი ეს თემა უნდა იყოს.

"ის, რომ მასწავლებელი ტიპიური განვითარების მქონე ბავშვის მშობელს ეთანხმება იმაში, რომ ასეთი ბავშვი უნდა გაირიცხოს სკოლიდან, აქ უკვე პედაგოგის ცნობიერების საკითხი დგება - იცის კი მან, რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება, ამასაც რომ შევეშვათ, იცის მან ბავშვთა უფლებები?", - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, შეხვედრის ორგანიზატორის და ინიციატორის, "კრეატიული განვითარების ცენტრის" წარმომადგენელ დავით მირველაშვილის განცხადებით, პირველ რიგში აუცილებელია ყველა სექტორის, მათ შორის სახელმწიფოს ჩართულობა გაიზარდოს პრობლემის გადაწყვეტის პროცესში. ეს, მისი განმარტებით იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, თუ რა გვჭირდება, რა საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ. მეორე კომპონენტი, როგორც აღნიშნა, საზოგადოების გაძლიერებაა. კერძოდ, მეტი განათლება, რაც ცნობიერებას და საჭირო ინფორმაციის მიღებას გულისხმობს. მუშაობა, ორგანიზაციის წარმომადგენლის აზრით, სწორედ სკოლის ასაკის ბავშვებიდან უნდა დაიწყოს, მოგვიანებით, სხვა ასაკობრივი კატეგორიის პირებისთვის კი საგანმანათლებლო პროგრამები მომზადდეს.

"უნდა იყოს მეტი სახელმძღვანელო, მეტი პრაქტიკა, მეტი დაინტერესებული ადამიანი. ეს არის ალბათ პირველი ნაბიჯი პრობლემის მოსაგვარებლად. დანარჩენი დროის ამბავია", - განაცხადა დავით მირველაშვილმა.

ორგანიზაცია მსგავსი ტიპის შეხვედრებს პერიოდულად ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მართავს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,
16:05 / 18.09.2019
სასტუმრო-ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით,
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში
15:00 / 18.09.2019
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით,
14:35 / 18.09.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით,
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა
13:24 / 18.09.2019
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 ახალი წევრი წარადგინა.
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
ფოტო
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.