ზუგდიდში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს
ზუგდიდში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი
დააკავეს. ფაქტი "ლაივპრესს" დეპარტამენტის საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა გვითხრეს, რომ
დეტალებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ
სააგენტოს უნდა მივმართოთ.
თავის მხრივ, სუს-ში ამბობენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
"ლაივპრესის" ინფორმაციით, დაკავება ქრთამის აღებას უკავშირდება.
თავის მხრივ, სუს-ში ამბობენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
"ლაივპრესის" ინფორმაციით, დაკავება ქრთამის აღებას უკავშირდება.