19 ზუგდიდელი სტუდენტი მერის სტიპენდიანტი გახდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 19 წარჩინებულ ზუგდიდელ
სტუდენტს დაენიშნა.
ახალგაზრდები ფულად წახალისებას 250 ლარის ოდენობით მიიღებენ. მერი
გიორგი შენგელია შეხვდა მათ და უთხრა, რომ ისინი ადგილობრივი
ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იქნებიან მხარდაჭერილი.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს განათლებას და განვითარებას, თქვენს წინსვლას და ეს არის მცირეოდენი ინვესტიცია ამ დიდი საქმეში. მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც თქვენი განათლებით ზრუნავთ და იზრუნებთ ჩვენი ქვეყანის მომავალზე", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
დღესვე, მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ ოთხი წარჩინებული ახალგაზრდა დააფინანსა.