მოძრაობა „სირცხვილია“ 14 სექტემბერს ზუგდიდის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავს
მოძრაობა "სირცხვილია" ხვალ, 14 სექტემბერს ზუგდიდში საპროტესტო
აქციას გამართავს.
ორგანიზატორთა განცხადებით, 20 ივნისს ხელისუფლების
ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ოკუპაციის იგნორირებამ და
"გავრილოვის ღამეს" საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულმა
ძალადობამ საზოგადოება გააერთიანა ერთი კონკრეტული გზავნილის გარშემო
- #სირცხვილია. ამ განწყობას კი, განმარტავენ, რომ ზუგდიდიც უერთდება.
ამიტომ, საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატად, ისინი ადგილობრივი
მერიის შენობასთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
"ადამიანები პროტესტს ერთნაირად მწვავედ გამოხატავდნენ როგორც ცენტრალური, ისე იმ რეგიონული მმართველობების წინააღმდეგ, რომლებიც ღიად აჟღერებდნენ პრორუსულ განცხადებებს.
20 სექტემბერს (აქცია პარლამენტთან), საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და მასობრივი პროტესტით დაუპირისპირდებიან პრორუსულ ძალებსა და სახელმწიფო პოლიტიკას.
ერთად ერთის წინააღმდეგ!", - ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.
20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო, საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა თბილისსა და რეგიონებსი მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. თუმცა მას შემდეგ, რაც გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, ამან მანიფესტანტთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ სწორედ გიორგი გახარიაა პასუხისმგებელი იმაზე, რაც მოხდა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა, 2-მა დაკარგა თვალი და დააკავეს 300-ზე მეტი.