ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ზეწოლაში ადანაშაულებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი მის და მისი ოჯახის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. მარიამ სიჭინავა ამბობს, რომ დღეს მმართველ პოლიტიკურ გუნდს იმდენად უჭირს, რომ "პატრიოტთა ალიანსსაა" ამოფარებული და ამ პარტიის წარმომადგენლების მოგზავნით ცდილობენ ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას. 

სამოქალაქო აქტივისტმა "ლაივპრესს" უთხრა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯერ ფეისბუკზე მისწერა, შემდეგ სახლშიც მივიდა და გავლენის მოხდენა მამაზე სცადა. თუ ვინ არის ეს პიროვნება, მარიამ სიჭინავამ არ დააკონკრეტა.

"ჯერ ფეისბუკზე მომწერა - შენ ხომ გამსახურდიას ქუჩაზე ცხოვრობ? არადა რა კარგი მამა გყავსო. პასუხად ვუთხარი, რომ ვგიჟდები, როცა მამაჩემის სახელით ცდილობენ დამავერბორკონ. თქვენ სტალინის ქუჩაზე ცხოვრობთ. ჩვენს შორის ესაა სხვაობა. ასე ვუპასუხე", - ყვება ჩვენთან საუბარში მარიამ სიჭინავა.

ამის შემდეგ, ზუგდიდის მცხოვრების თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი სახლში მივიდა, სადაც თავად არ დახვედრია და მამამისს ესაუბრა. უთხრა - იქნებ გააჩერო შენი შვილი, რომ "ვიღაცები ფეხზე დაგიკიდებენ ისე, რომ ვერც ჩამოგხსნიან". ამ ყველაფერს სამოქალაქო აქტივისტი ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს. ამას გარდა, მისივე თქმით, პოლიციამ დაკითხვაზე დაიბარა როგორც მამა, ისე ერთი აქტივისტი. თუმცა მათ, განმარტავს, რომ ამ ყველაფერზე საუბარი არ სურთ.

"თვითონ ფიქრობს, რომ რადგან მეგობრები მყავს "ნაციონალურ მოძრაობაში" და ნიკა მელია მილაიქებს ფოტოებს, ნაციონალი ვარ, პარტიის წევრი. არ ვარ პარტიის წევრი. ვარ სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც აპროტესტებს ყველაფერს, რაც არ მოსწონს. 14-ში დიდი აქცია გვაქვს სირცხვილიას ეგიდით და ცდილობენ ხელი შეგვიშალონ", - გვითხრა მარიამ სიჭინავამ.

"ლაივპრესი" დაუკავშირდა "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ნინო კვარაცხელიას იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელა თუ არა სამოქალაქო აქტივსტზე პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის რომელიმე წარმომადგენელმა. ნინო კვარაცხელიამ გვითხრა, რომ ადამიანი, ვისზეც მარიამ სიჭინავა საუბრობს, თავად არის. მან ჩვენთან საუბარში უარყო ბრალდება, თითქოს ის ვინმეზე ზეწოლას ცდილობდა, ან მმართველი გუნდის დავალებით მოქმედებდა. თუმცა, ადასტურებს გარკვეული სახის უთანხმოებას ამ ადამიანთან. კერძოდ, ამბობს, რომ საუბარი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ მის ერთ-ერთ სტატუსს შეეხება, სადაც პარტიის წარმომადგენლის განმარტებით, მარიამ სიჭინავამ მას ქართულის ცოდნა დაუწუნა.

"შემომივარდა ფეისბუკ გვერდზე, არაქართულად გიწერიაო რაღაც. ერთი ასო შეკვეცილი მქონდა. ტელეფონით დავწერე პოსტი. ამაზე მლანძღეს, დამახურეს ყველაფერი თავზე. ვკითხე, რა უნდოდა ჩემთან. ქართულს მე მასწავლითქო? ვუთხარი, რა კარგი მამა გყავს და ასე ცუდად რატომ იქცევი მეთქი. ყველა მამაჩემით მემუქრებაო. მერე მამამისთან ვიყავი მისული და ვუთხარი, რომ მისი შვილის ნახვა მინდოდა", - გვითხრა ნინო კვარაცხელიამ, თუმცა მან კატეგორიულად უარყო რაიმე ტიპის ზეწოლა ოჯახზე.

მარიამ სიჭინავა ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელიც სხვადასხვა სახის აქციებში მონაწილეობს. მაგალითად, ერთ-ერთი იყო, ვინც პირველი საჯარო სკოლის ჭიშკართან მახათები დაკიდა პროტესტის ნიშნად. მანვე სტენსილი - "გახარია წადი" გააკეთა, რის გამოც დააჯარიმეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.