ზუგდიდში გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლის დაკავებაზე სუსი ვიდეოს ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს გარემოს
ზედამხედველობითი
დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
ოფიცერის, ვაჟა ბ.-ს დაკავებაზე. სუს-ში აღნიშნავენ, რომ
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების
საფუძველზე დააკავეს ბრალდებული, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის
მიცემის ფაქტზე.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა ბ-მ 2019 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს ოფიცერს იმის სანაცვლოდ, რომ მას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მორიგეობისას არ შეემოწმებინა უკანონოდ მოპოვებული 48 კუბური მეტრის ხის მასალით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები, ქრთამის სახით შესთავაზა 1800 ლარი, ხოლო წინასწარ 900 ლარი გადასცა", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებულ ინფორმაციას თან ვიდეომასალაც ერთვის.
გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
ზუგდიდში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი რომ დააკავეს, ამაზე "ლაივპრესმა" ინფორმაცია გუშინ, 13 სექტემბერს გაავრცელა.