მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ობიექტების სიაშია
ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლს, რომელიც ეკოტურისტული
ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ,
წელს გაიხსნა, 4 თვეში 16 000 ადამიანი ესტუმრა. დაცული ტერიტორიების
სააგენტოს ინფორმაციით, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში
შექმნილი პრობლემისა, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის
პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია.
ოფიციალური ინფორმაციითვე, პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს: მარტვილის კანიონს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ოკაცეს კანიონს და თბილისის ეროვნულ პარკს.
„2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.
2019 წლის 8 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 7 836 484 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მილიონი ლარია დახარჯული“, - აცხადებენ სააგენტოში.