„ზუგდიდმა“ „გურიას“ მოუგო
ზუგდიდის "ზუგდიდმა" განმუხურის სტადიონზე ლანჩხუთის "გურიას"
უმასპინძლა და
ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმი ლუკა გუგუჩიას მიერ გატანილი
პენალტით დასრულდა. შეხვედრის 71-ე წუთზე "გურიის" ფეხბურთელმა გიორგი
ებრალიძემ წონასწორობა აღადგინა. მატჩის ბოლო გოლი მასპინძელი გუნდის
ფეხბურთელმა პაპუნა მოსემღვდლიშვილმა გაიტანა.
"ზუგდიდს" 19 ქულა აქვს და ეროვნული ლიგა 2-ის ათგუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. "გურია" ბოლო პოზიციაზეა, თბილისის "მერანი" კი პირველ ადგილზე.
"ზუგდიდს" 19 ქულა აქვს და ეროვნული ლიგა 2-ის ათგუნდიან ჩემპიონატში მერვე ადგილზეა. "გურია" ბოლო პოზიციაზეა, თბილისის "მერანი" კი პირველ ადგილზე.