ზუგდიდის 20 საბავშვო ბაღში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან დღეს
სწავლა ვერ განახლდა ოცში. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია,
რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.
ოცი ბაღიდან ორი - მესამე და მერვე საჯარო ბაღები ქალაქის ტერიტრიაზე მდებარეობს. დანარჩენი თვრამეტი კი სოფლებში.
როგორც "ლაივპრესს" სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში განუცხადეს, სწავლა აღნიშნულ 20 ბაღში 1 ოქტომბერს განახლდება.
ცენტრის თქმით, ზოგიერთ ბაღში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავალალო მდგომარეობის გამო. ბევრგან კი კოსმეტიკური რემონტი.
ბაღებში წლის ბოლომდე კვების საკითხი მოგვარებულია და ამ მხრივ, როგორც განმარტეს, პრობლემები არ შეიქმნება.