ახალი ამბები
ზუგდიდის 20 საბავშვო ბაღში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან დღეს სწავლა ვერ განახლდა ოცში. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება.

ოცი ბაღიდან ორი - მესამე და მერვე საჯარო ბაღები ქალაქის ტერიტრიაზე მდებარეობს. დანარჩენი თვრამეტი კი სოფლებში.

როგორც "ლაივპრესს" სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში განუცხადეს, სწავლა აღნიშნულ 20 ბაღში 1 ოქტომბერს განახლდება.

ცენტრის თქმით, ზოგიერთ ბაღში მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავალალო მდგომარეობის გამო. ბევრგან კი კოსმეტიკური რემონტი.

ბაღებში წლის ბოლომდე კვების საკითხი მოგვარებულია და ამ მხრივ, როგორც განმარტეს, პრობლემები არ შეიქმნება.