ახალი ამბები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო
FaceBook Twitter
E-mail Print
დასრულდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატის ტერიტორიაზე არსებული საფეხბურთო სტადიონის დასრულების და ახალი, ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონის მშენებლობაზე.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ - შპს "მაქრო ქონსთრაქშენმა" მიიღო. მან ცხრა მილიონ 900 ათასი ლარი შესთავაზა ფონდს სამუშაოების შესასრულებლად, თავდაპირველად განსაზღვრული 10 მილიონ 548 ათას 180 ლარის ნაცვლად.

შემდეგი ეტაპი წარმოდგენილი წინადადების შეფასებაა.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში უნდა დასრულდეს.

დაგეგმილია მთავარ სტადიონზე ბალახის საფარის დემონტაჟი და ახლის მონტაჟი, ტრიბუნების გადახურვა, მოედნის განათების მოწყობა, შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა და კეთილმოწყობის სამუშაოები.

რაც შეეხება სათადარიგო სტადიონს, აქ 1200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა. იქნება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები. დამონტაჟდება მოედნის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, განათება. ამასთან, განხორციელდება შიდა და გარე საინჟინრო კომუნიკაციების და კეთილმოწყობის სამუშაოები.

სტადიონის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდებულიყო, თუმცა გადავადდა პროექტში შესული კორექტირებების გამო და სავარაუდოდ 2020 წლისთვის უნდა დამთავრდეს. სულ ამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყო. მთავარი სტადიონი დაახლოებით 7 ათას 300 მაყურებელზეა გათვლილი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის
კონკურსში
19:38 / 17.01.2020
ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესი“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის კონკურსში
რაც დამტვრეულია და დაზიანებული, კომისია დაითვლის ზარალს და ჩვენ
ასევე, სახალხოდ ამ ყველაფერს
18:36 / 17.01.2020
რაც დამტვრეულია და დაზიანებული, კომისია დაითვლის ზარალს და ჩვენ ასევე, სახალხოდ ამ ყველაფერს
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების დაზიანების ფაქტზე
14:58 / 17.01.2020
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გარე განათების დაზიანების ფაქტზე
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია და დიალოგის სხვა
ფორმების მიზანშეწონილობის
14:45 / 17.01.2020
ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია და დიალოგის სხვა ფორმების მიზანშეწონილობის
ვიდეო
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე საპროტესტო
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
„ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს ულოცავს [ვიდეო]
ანსამბლი „ოდოია“ აფხაზებს შობა-ახალ წელს მათი ძველებური,
ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა პირველი დამთვალიერებლები მიიღო [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეიდან ყველასთვის ღიაა.
საახალწლო ქოხები მუყაოსგან [ვიდეო]
ზუგდიდელმა ხელოვანმა ირინა მიქავამ საახალწლო სამზადისი უკვე
ფოტო
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილში ხურმა სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
მზარეულის მაგიდა
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.