ახალი ამბები
სოხუმში ე.წ. ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან
სოხუმში მავნებელ მწერს, ე.წ. ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან. სპეციალური პრეპარატებით იწამლება ქალაქის სკვერები და პარკები. სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებს ართულებს უსისტემოდ პარკირებული ავტომობილები. შესაბამისად, ამ ეტაპზე იწამლება მათთვის ხელმისაწვდომი ტერიტორიები.

ამასთანავე, სოხუმში გეგმავენ პალმების მკურნალობას, რომელიც ე.წ. პალმის წითელმა გრძელცხვირამ დააზიანა. ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, არის ისეთი პალმები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. მოჭრილი პალმების ჩანაცვლება კი ახალი ნარგავებით იგეგმება.

აზიური ფაროსანას შემდეგ აფხაზეთში მავნებელი, ე.წ. პალმის წითელი გრძელცხვირა 2018 წელს გამოჩნდა. მდედრი მავნებლები პალმის ფოთლებზე დებენ კვერცხებს, უკვე ერთი კვირის შემდეგ კი 5 სმ სიგრძის ჭუპრები პალმის ხის განადგურებას შიგნიდან იწყებენ. ამერიკული თეთღი პეპელა კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე წელს დააფიქსირეს.