ანაკლიის პორტის პროექტის ბედი როგორც ჩანს ხაზარაძეზე მეტად მადარდებს - ცქიტიშვილი
არ მინდა შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი
პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, - განუცხადა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია
ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.
მინისტრმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მოძიებულ ბრიტანელ ინვესტორს უარი უთხრა პროექტში ჩართვაზე. ცქიტიშვილის თქმით, ამ თემაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.
"ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ განვაცხადე, რომ სრული მზაობაა და ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, არის მიმართული იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად არ მინდა, შევყვე ძალიან სამწუხარო პოლემიკას ბატონ მამუკას მხრიდან, ვინაიდან ვგრძნობ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით და ზოგადად და ამ პროექტის ბედიც, როგორც ჩანს, უფრო მადარდებს", - განაცხადა მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ამერიკული "კონტი ჯგუფის" ნაცვლად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ წარდგენილი ინვესტორის შესწავლა მიმდინარეობს.