ახალი ამბები
ოქტომბერში არ ეთანხმებიან სოფლისთვის საბჭოთა სახელის შეცვლას
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სოფელ ოქტომბრის მოსახლეობის უმეტესობა საბჭოთა სახელის გადარქმევის წინააღმდეგია. სოფლის მცხოვრებლებმა ამის შესახებ საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

„შევხვდით მოსახლეობას ვესაუბრეთ, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ არ სურთ სოფელს სახელი გადაერქვას. მათი არგუმენტით, ოქტომბერი შემოდგომის ერთ-ერთი ლამაზი თვეა და მოსავლის დაბინავებას, ხვავს, ბარაქას უკავშირდება და არა ოქტომბრის რევოლუციას. სანამ მოსახლეობის აზრი არ შეიცვლება, კომისია ამ საკითხს აღარ მიუბრუნდება“, - უთხრა „ლაივპრესს“ საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ.

სოფლისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით, საკრებულოს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ მიმართა. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა ამბობს, რომ მოსახლეობასთან კონსულტაციები გაგრძელდება, რათა სოფლისთვის საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მინიჭებული სახელი გადაერქვას.

„მოსახლეობის ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება სოფლისთვის სახელის შეცვლას, თუმცა ჩვენ ვეცდებით კიდევ გავმართოთ კონსულტაციები და შეირჩეს ალტერნატიული სახელი, რათა ამ სოფელსაც შეეცვალოს საბჭოთა ტოპონიმი, როგორც ამას "თავისუფლების ქარტია" მოითხოვს“, - გვითხრა არჩილ თოდუამ.

სოფლის ისტორიული სახელწოდება "ცაიშიშ კახათი".

„საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს" ინიციატივით, ზუგდიდში საბჭოთა სახელწოდებები შეეცვალა კრასნოდარის, ოსტროვსკის, ვასილ კიკვიძის ქუჩებს. კრასნოდარი გახდა ლევან გოთუას ქუჩა, ოსტროვსკი - ალექსი შუშანიას ქუჩა, კიკვიძე - მშვიდობის ქუჩა, სოფელი კიროვს კი ეწოდა ახალი დარჩელი.

საქართველოს პარლამენტის მიერ 2011 წელს მიღებული კანონი “თავისუფლების ქარტია” ერთ-ერთ მიზნად სწორედ ქუჩების, მოედნების, სოფლების, დაბების კომუნისტური სახელწოდებების აღმოფხვრას ისახავს. საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება “მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ” კი თვითმმართველ ერთეულებს ავალდებულებს შეცვალონ გეოგრაფიული ობიექტების საბჭოთა რეჟიმთან დაკავშირებული სახელები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდის #67 საოლქო
22:56 / 29.09.2020
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ზუგდიდის #67 საოლქო
აფხაზეთში კორონავირუსისგან 62 წლის მამაკაცი
19:06 / 29.09.2020
აფხაზეთში კორონავირუსისგან 62 წლის მამაკაცი
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან
18:56 / 29.09.2020
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ
18:45 / 29.09.2020
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
პანდემია ოკუპაციაში [ვიდეო]
გალელების მდგომარეობა, რომლებსაც ისედაც
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.