რეორგანიზაცია სხვა ააიპ-ებშიც გაგრძელდება - ზუგდიდის მერი
ზუგდიდის მერი ამბობს, რომ "კეთილმოწყობის ცენტრში" დაწყებული
რეორგანიზაციის
პროცესი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, სხვა ააიპ-ებშიც
გაგრძელდება. გიორგი შენგელიას განმარტებით, ისინი ხელმძღვანელობენ
შემდეგი პრინციპით -ადამიანების კვალიფიკაცია და საქმის კარგად
კეთება, რაც იქნება მთავარი პრიორიტეტი ამა თუ იმ თანამშრომლის
კონკრეტულ პოზიციაზე შერჩევისას.
"გარკვეული რაოდენობით მცირდება თანამშრომელთა რაოდენობა. საშტატო ერთეულებიც მცირდება. თუმცა ამის ხარჯზე ადგილობრივ თანამშრომლებს ვუზრდით ანაზღაურებას, რათა უფრო მეტი მოტივაციით, მონდომებით შეძლონ მათ საქმის განხორციელება", - აღნიშნა მერმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სადაც უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე მიაწოდა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია.
"კეთილმოწყობის ცენტრიდან" რეორგანიზაციის შედეგად 40 თანამშრომელი დაითხოვეს.