დარჩელის საბავშვო ბაღში პატარებს იატაკზე სძინავთ - მშობელი [ვიდეო]
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია აქვეყნებს
დარჩელის საბავშვო ბაღის ვიდეოს. მასალაში ჩანს, რომ პატარა ბავშვებს
იატაკზე ძინავთ. მასალაში ისმის ხმა, რომ "აქ გადაღება არ
შეიძლება".
ვიდეო ერთ-ერთი მცირეწლოვნის მშობელმა, თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო. მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ ასე სკოლამდელ დაწესებულებაში დიდი ხანია ხდება და პროტესტიც აღმზრდელებთან არაერთხელ გამოთქვა, თუმცა უშედეგოდ.
"პატარა ჯგუფი რომელიცაა, იმათ აძინებენ. ბევრჯერ მისაუბრია ამაზე პედაგოგებთან, მაგრამ მათთან რა მინდა, ზემოდან თუ არ აკეთებენ არაფერს. დღეს სოფლის გამგებელი ვნახე და რაღაცებს მპირდებიანო მითხრა. ვხედავ მეთქი, რომ გპირდებიან, მაგრამ საქმით ვერაფერს ვერ ვხედავ თქო", - განმარტა მშობელმა და აღნიშნა, რომ სხვა მხრივ პრეტენზია არ აქვს ბაღთან.
თავის მხრივ საკრებულოს წევრი "ფეისბუკზე" წერს, რომ ერთი შეხედვით ხელისუფლება მოსახლეობას ბაღების რეფორმას სთავაზობს უკვე ორი წელია, თუმცა რეალურად არაფერი გაკეთებულა:
"ესენი რის გამკეთებლები არიან...სრული უპასუხისმგებლობა".