ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება - მერია
ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის
ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება,
რომელიც რა თქმა უნდა რეაგირების გარეშე არ დარჩება, - განაცხადა
ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ დარჩელის საბავშვო ბაღზე
გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. მისი თქმით, ისინი ამ ფაქტს
შეისწავლიან. მისივე განმარტებით, ამ ბაღში მათ ბაგის ჯგუფი არ
ყავთ.
"სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დარჩელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება. ახალი ბაღი 180 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს შესრულებულია საპროექტო სამუშაოების 90 %", - აცხადებს მერის მოადგილე.
კონსტანტინე კაკავას თქმით, ბაღები ასევე აშენდება, ანაკლიაში, ჯუმში, შამგონაში ჭითაწყარში, რუხსა და ქალაქის ტერიტორიაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე.
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია გუშინ, 25 სექტემბერს გამოაქვეყნა დარჩელის საბავშვო ბაღის ვიდეო. მასალაში ჩანს, რომ პატარა ბავშვებს იატაკზე ძინავთ. მასალაში ისმის ხმა, რომ "აქ გადაღება არ შეიძლება". ვიდეო ერთ-ერთმა მშობელმა, თორნიკე ხარამიშვილმა გადაიღო.
მან "ლაივპრესს" უთხრა, რომ ასე სკოლამდელ დაწესებულებაში დიდი ხანია ხდება და პროტესტიც აღმზრდელებთან არაერთხელ გამოთქვა, თუმცა უშედეგოდ.
თავის მხრივ, საბავშვო ბაღში განმარტეს შემდეგი - ბავშვებს იატაკზე არ ეძინათ, ისინი უბრალოდ თამაშობდნენ. ლეიბებიც სწორედ ამ მიზნით დააგეს.