საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე დაპირისპირება მოჰყვა 20-21 ივნისის აქციის დარბევის საკითხს
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე მყოფი მოქალაქეთა ნაწილი,
მათ შორის საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრი მურმან ნაჭყებია
დაუპირისპირდა „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელ ალექსანდრე
ბარამიძეს.
უკმაყოფილება მოჰყვა მის მოსაზრებას, რომ 20-21 ივნისის აქციის დარბევის ღამეს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა. რაც შეეხება მთავრობის შეფასებას, რომ რეალურად ეს არა მშვიდობიანი აქცია, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ შტურმი იყო, ოპოზიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს გამოძიების დასადგენია.
სწორედ ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა მურმან ნაჭყებია და შეხვედრის მონწილეთა ნაწილი. მათ ხმამაღალი შეძახილებით გამოხატეს საკუთარი პოზიცია და აღნიშნეს, რომ 20-21 ივნისის ღამეს აქციის მონაწილეები შტურმით ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას და მათი დაშლა აუცილებელი იყო.