ახალი ამბები
ვაგრძელებთ საქართველოს გვერდში დგომას - აშშ-ის საელჩო სოხუმის დაცემაზე
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, სოხუმის დაცემიდან 26 წლისთავს ეხმაურება. განცახდებაში აღნიშნულია, რომ ისინი პატივს მიაგებენ ათობით ათასი დაღუპულის ხსოვნას და ასობით ათას ადამიანს, რომელმაც იძულებით დატოვა სახლ-კარი.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ ამ დღის მწუხარებას", - აღნიშნავს საელჩო.

ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.