ბოროტება დასრულდება, თუ გულში ვატარებთ სოხუმის და ცინვალის იდეას - ბაქრაძე
ეს თარიღი არის ერთ-ერთი უმძიმესი და არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ
ცხადად გვახსენებს
იმ ბოროტებას, რომელსაც ჰქვია რუსული ოკუპაცია. განაცხადა ენგურის
ხიდზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, ეს არის ბოროტება, რომლის მსხვერპლებსაც მიაგებენ დღეს პატივს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, ყველამ, მათ შორის პირველ რიგში ოკუპანტმა უნდა იცოდეს, რომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ბრძოლა ამ ბოროტების წინააღმდეგ არ დასრულებულა. დამთავრდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველო იქნება ერთიანი სახელმწიფო.
"დღევანდელი დღე გვახსენებს ბოროტებას, რაც არის საქართველოს სხეულზე, საქართველოს გულზე გატარებული - მავთულხლართები და ე.წ. საზღვრები. ამ ბოროტების დასრულება არის ჩვენს ხელში, თუ ჩვენ ჩვენს გულში ვატარებთ სოხუმის და ცინვალის იდეას. თუ ჩვენს გულზე ვატარებთ იმ მავთულხლართს, რომელიც არის საქართველოს გამყოფი ხაზი დღეს.
საქართველო აუცილებლად გამთლიანდება და იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო, სადაც ერთად ვიცხოვრებთ ქართველები, ოსები და აფხაზები", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა.