ახალი ამბები
არასამთავრობომ თვითმმართველობას მოსაგვარებელ პრობლემათა ჩამონათვალი წარუდგინა
FaceBook Twitter
E-mail Print
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ორგანიზაციასთან არსებულმა სამოქალაქო საბჭოს მიერ მოკვლეული პრობლემების და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამ საჭიროებების გათვალისწინების შესახებ ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ განაცხადა, რომ შარშან მერიას მოსახლეობის მიერ მოწოდებული 48 პრობლემაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელთაგან ნახევარი მოგვარდა, ან გადაწყვეტის პროცესშია.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, არასამთავრობოს წარმომადგენლის თქმით, მოქალაქეები ითხოვენ გზებს, ამბულატორიებს სოფლებში, სათამაშო მოედნების, სანიაღვრე არხების მოწყობას, ბაღების მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას 21 საათამდე.

მაგალითად, სოფელ ცვანეში კოლხეთის ეროვნულ პარკთან დამაკავშირებელი მონაკვეთის აღდენა სურთ, ჯუმში ნაპირსამაგრი ნაგებობის აღდგენა-მოწყობა სახნავ-სათესი მიწების მიმდებარედ, ბიბლიოთეკის გახსნა. ნარაზენში სხვა საჭიროებებთან ერთად, მოსაცდელებისთვის მოაჯირებს.

ქალაქის ტერიტორიაზე, დგებუაძის, ტოლსტოის და ბაკურიანის, ბორჯომის ქუჩებზე მინისაფეხბურთო სტადიონი, ცხრა აპრილის მემორიალის და მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია, ბოტანიკური ბაღის სიახლოვეს მდებარე ამფითეატრის მონაკვეთის დასუფთავება, შუქნიშნების გამართვა. ითხოვენ ასევე გზების მოასფალტება-მოხრეშვას ქალაქსა და სოფლებში. გამოიკვეთა ისეთი პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაც სცდება ადგილობრივი ხელისუფლების კომპენეტციას.

არჩილ თოდუა იმედოვნებს, რომ ამ პრობლემებზეც ექნება რეაგირება ადგილობრივ ხელისუფლებას და ეს 2020 წლის ბიუჯეტშიც აისახება. მისი თქმით, წელს გაცილებით აქტიური იყო მოსახლეობა საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესში, ამიტომ ფიქრობს, მსგავსი შეხვედრები მათ მისცემს კიდევ მეტ იმპულსს, ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში.

შეხვედრაზე მყოფმა ვიცე მერმა გიგა ფარულავამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, ზოგიერთი კი მიმდინარეა და წლის ბოლომდე ისინიც დასრულდება. მანვე განმარტა, რომ პროექტირება ხდება იმ საკითხების ნაწილის, რომელიც მომავალ წელს უნდა მოგვარდეს.

"რა თქმა უნდა არის პრობლემები, გამოწვევები, რომლებსაც უნდა ვუპასუხოთ. უახლოეს მომავალში ხუთი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყება. 2020 წელს კი ათი აშენდება. რაც შეეხება ქუჩებს, სადაც წყალმომარაგების და კანალიზაციის სამუშაოები მორჩა და ტესტირებაც წარმატებით დასრულდა, უახლოეს დღეებში დაიწყება სარეკონსტრუქციო სამუშაოები", - აღნიშნა ვიცე მერმა.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, საბჭოს საქმიანობა ინფორმაციის კარგი შევსების წყაროა ხელისუფლებისთვის. მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ შარშან წარმოდგენილი პრობლემების ნახევარი მოგვარდა, მიუთითებს ერთ რამეზე - თვითმმართველობა სწორად მოქმედეს. რაც შეეხება წლევანდელ საჭიროებებს, რაზეც არასამთავრობოს წარმომადგენელმა ისაუბრა, თქვა, რომ მოხდება ამ ყველაფრის ფინანსური შეფასება და ანალიზი და პრიორიტეტულობის მიხედვით დაგეგმვა.

"დარწმუნებული იყავით, რომ ამ პრობლემების უმრავლესობა მოხვდება როგორც მუნიციპალურ ბიუჯეტში, ისე სხვადასხვა უწყებების ბიუჯეტში. ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ჩვენც გავაკეთეთ გარკვეული მოკვლევა. მაჟორიტარებმა თავიანთ სოფლებში გამართეს შეხვედრები და ამ პრობლემების უმრავლესობა ნაცნობია ჩვენთვის", - განმარტა მამუკა წოწერიამ.

ანაკლიის მაჟორიტარმა დათა შელიამ შეხვედრაზე მიუსაფარი ძაღლების პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც როგორც სოფლებში, ისე ქალაქის ტერიტორიაზე მრავლადაა.

საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჭითაწყარში მიწა მოძიებულია, მიმდინარეობს პროექტირება და ეს იქნება ინტერმუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც 250 სულზე იქნება გათვლილი. უმეტესი ლიმიტი კი ზუგდიდისთვის იქნება, რადგან დიდი მუნიციპალიტეტია. მამუკა წოწერიას თქმით, ძალიან მალე რეგიონს ევროპული სტანდარრების ცხოველთა თავშესაფარი ექნება.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს უძრავი ქონების თვითმმართველობისთვის გადმოცემის აუცილებლობაზე, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.