ახალი ამბები
ზუგდიდელი მოჭადრაკე „ნონა გაფრინდაშვილის“ თასის გამარჯვებულია
თბილისში გამართულ "ნონა გაფრინდაშვილის" თასზე ზუგდიდელმა დებმა, მაია და ეკატერინე ბეჭვაიებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ღია ტურნირში, რომელშიც 1600-მდე ფიდეს რეიტინგის მქონე მოჭადრაკეები ღებულობდნენ მონაწილეობას, ქალთა შორის მაია ბეჭვაია 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულით პირველ ადგილს დაეუფლა, ხოლო ეკატერინე ბეჭვაიამ მეორე პოზიცია დაიკავა.

მათ მადონა ბოკუჩავა წვრთნის.

ბეჭვაიების მრავალშვილიან ოჯახში ჭადრაკს ყველა მათგანი თამაშობს. ბავშვები არაერთი საერთაშორისო თუ შიდა ტურნირის გამარჯვებულები, ან პრიზიორები არიან.