საქართველო რუსეთი არ არის - „ბორჯღალოსნების“ და მწვრთნელის პროტესტი მსოფლიო თასზე
საქართველოს და ურუგვაის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე
"ბორჯღალოსნების"
კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა
თამაშის ორგანიზატორები გააკრიტიკეს. საქმე ეხება მელოდიას, რომელსაც
ისინი საქართველოს ნაკრების მიერ დადებული ლელოების აღნიშვნის დროს
რთავდნენ, კერძოდ რუსეთში მომუშავე ქართველი მომღერლის, ვალერი
მელაძის სიმღერას "Чего ты хочешь от меня?".
"მინდა მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ", - განმარტა ჯაბა ბრეგვაძემ.
თავის მხრივ, მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა აღნიშნა, რომ თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო, თუმცა რუსეთი საქართველო არაა და არც საქართველოა რუსეთი.
"ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს", - განაცხადა ჰეიგმა.
წერს "პოპსპორტი".
"ბორჯღალოსნებმა" დღეს ურუგვაის ნაკრები 33:7 დაამარცხეს და 2019 წლის მსოფლიო თასის პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს ფიჯისთან გამართავს.