მოწამლული ბავშვები კლინიკიდან გაწერეს
"ევექსის" მარტვილის კლინიკიდან მოწამლული ბავშვები გაეწერნენ. უთხრა
"ლაივპრესს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა
ჯანაშიამ.
"მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველანი წუხელვე გაეწერნენ. კარგად არიან", - აღნიშნა მან.
კლინიკაში 16 ბავშვი, სავარაუდოდ კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით გუშინ, 30 სექტემბერს მოათავსეს. ამას გარდა, კერძო კლინიკას ამბულატორიულად კიდევ ოთხმა მიმართა.
მომხდარზე ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. მათი თქმით, ისინი იკვლევენ მოწამვლის მიზეზებს.