ზუგდიდში 1924 წლის აჯანყების ორგანიზატორების მემორიალური დაფები გააკრეს
ზუგდიდში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებულების,
ლეონიდე (კანდო) ხუბულავას და ვარლამ ანჩაბაძის მემორიალური დაფები
გააკრეს.
კანდო ხუბულავას სახელობის აბრა რუსთაველის №19-ში მდებარე სახლის ფასადზე დამონტაჟდა, ხოლო ვარლამ ანჩაბაძის - დარჩელის სასოფლო ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე განათავსეს.
"ვარლამ ანჩაბაძის მემორიალური დაფა მკვლევარ გრიგოლ ჭედიას ინიციატივით, ხოლო ლეონიდე ხუბულავასი ზუგდიდის მეცხრე საჯარო სკოლის ინიციატივით დამზადდა. რეპრესირებულთა მემორიალური დაფები უახლოეს დღეებში საზეიმოდ გაიხსნება",-გვითხრა ზუგდიდის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა ლაშა ჯიქიამ.
დარჩელში მცხოვრები თავადი ვარლამ ანჩაბაძე 36 წლის იყო, როცა 1924 წელს, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებისას სოციალ-დემოკრატიული პარტიის დარჩელის თემის აჯანყების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ის ორჯერ იყო დაკავებული და მოიხადა სასჯელი, 1937 წლის 30 დეკემბერს კი დახვრიტეს.
ზუგდიდელი კანდო ხუბულავას ოჯახში დღემდე შემორჩენილია უნიკალური ფოტოები სოლოვეცკის საბჭოთა ბანაკიდან, სადაც მათი წინაპარი გადაასახლეს. ისიც 1937 წელს დახვრიტეს.
საბჭოთა რეპრესირებულებზე და 1924 წლის აჯანყებაზე მასალებს გაეცანით აქ.