წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - TI
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს წალენჯიხის საკრებულოს
თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას
მოგვარის და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს.
ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ კვლევაში.
ორგანიზაციის თქმით, თემურ ღვინჯილია პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრია. ის წარმომადგენლობით ორგანოს 2014 წლის ივლისიდან თავმჯდომარეობს. არასამთავრობოს ცნობით, მას ბოლო რამდენიმე, მათ შორის 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ შპს "შე-ლის" 30% და შპს "წალენჯიხის საგზაოს" 20% წილის მფლობელია, რითაც "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის" მოთხოვნებს არღვევს.
"შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თემურ ღვინჯილიამ საკუთარ წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები დეკლარაციაში სწორედ იმიტომ არ ასახა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში საკუთარი ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია არ გამჟღავნებულიყო - ისინი შპს "წალენჯიხის საგზაოში" პარტნიორები არიან", - აცხადებს "გამჭვირვალობა.
ბაგრატ ღვინჯილია 2011 წლიდან შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველოს" დირექტორია, რომლის 100% წილის მფლობელი ოდიკ ღვინჯილიაა. თავად შპს კი სწორედ 2011 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, მათ შორის იმარჯვებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც.
კვლევის თანახმად, შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველომ" 2011 წლიდან სულ 117-ჯერ მიიღო სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა, რომელთაგან 49 მოიგო. ამ კომპანიის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური ღირებულება 12,498,966 ლარია. აქედან კი თითქმის ნახევარი (49,27%) მოდის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტენდერებზე.
კომპანიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 16 ტენდერი მოიგო 2011 წლიდან, საერთო ღირებულებით 6,159,039 ლარი, ამ თანხის 82%-ზე მეტი კი სწორედ საკრებულოს თავმჯდომარედ თემურ ღვინჯილიას არჩევის შემდგომ პერიოდში მოგებულ 12 ტენდერზე მოდის.
არასამთავრობოს თქმით, საეჭვოა ისიც, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 16 მოგებული ტენდერიდან "წალენჯიხის საგზაო სამმართველოს" 3-ის გარდა სხვა არც ერთ შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია.
რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, "წალენჯიხის საგზაო სამმართველოს" 8 ასეთი ხელშეკრულება აქვს დადებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან. ამათგან მხოლოდ ერთხელ თემურ ღვინჯილიას საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში, რომლის ღირებულებამაც 14,000 ლარი შეადგინა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველოს" ტენდერებში გამარჯვება აჩენს ეჭვს, რომ, შესაძლოა, ისინი კონკრეტული მიმწოდებლისთვის სასურველ პირობებზე იყო მორგებული. შესაბამისად, მოუწოდებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველოს" მიერ მოგებული თითოეული ტენდერი და დაადგინოს, ხომ არ იყო ისინი შპს-სთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული.