კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა
84 წლის ასაკში ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა.
გია ყანჩელმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანად.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
გია ყანჩელი ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა - "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "ჰამლეტი", "ქალი-გველი", "მეთორმეტე ღამე").
სიმფონიური და საოპერო მუსიკის გარდა, მისი შემოქმედება მოიცავს ცნობილი კინოფილმებისთვის და სპექტაკლებისთვის დაწერილ მუსიკას.