ენგურის ხიდზე შეზღუდვები მოიხსნა - სოხუმი
ენგურის ხიდზე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
განცხადებას აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს.
ხიდი 27 ივნისის საღამოს ჩაიკეტა ორმხრივად დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით. მიზეზი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზუგდიდში მიმდინარე "პროვოკაციული ხასიათის" საპროტესტო აქციები იყო, რომელიც "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას" ეხებოდა.
თუმცა ამის მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი მიმოსვლას მაინც ახერხებდა.
მანამდე ხიდის ჩაკეტვის მოთხოვნით რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრლამენტმა 25 ივნისს მიმართა, ქართველი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო.