გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი შესაძლოა შეიცვალოს
გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია შეიძლება
თანამდებობიდან გაათავისუფლონ. როგორც „ლაივპრესს“ ოკუპირებული გალის
მცხოვრებმა განუცხადა, ნადარაიას გადაყვანა იგეგმება ე.წ. ძალოვან
უწყებაში. თუ რა პოზიციაზე, ამ ეტაპზე უცნობია. როგორც რესპონდენტი
აცხადებს, ცვლილებას დე ფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეული ე.წ.
პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ელიან, რომელიც 9 ოქტომბერს უნდა
გაიმართოს.
თემურ ნადარაია გალის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსად დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 2014 წელს დანიშნა. ის არის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის ვეტერანი. „სამხედრო დამსახურებისთვის“ დაჯილდოებულია ლეონის ორდენით.
ცნობისთვის, ე.წ. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, "არჩევნების" მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 47,39% მიიღო, მისმა მოწინააღმდეგემ, პარტია "ამცახარას" ლიდერმა ალხას კვიცინიამ 46,17%.
ოპოზიცია ე.წ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ ეს შედეგი დე ფაქტო უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს, რათა მონაცემები არალეგიტიმურად ეცნოთ, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დე ფაქტო არჩევნებს არ აღიარებს თბილისი.