ახალი ამბები
ევროპის ლიგაზე ქართული საფეხბურთო გუნდები ვერ ითამაშებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
უეფას გადაწყვეტილებით, 2021-2022 წლების სეზონიდან, საქართველოს გუნდები ევროპის ლიგაზე ვეღარ ითამაშებენ. საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტოპ-ლიგების ზეწოლით, ევროპული თასების სტრუქტურა სერიოზულად შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩა, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით შემცირდება.

უეფა-მ მესამე ახალი ტურნირი, კონფერენციების ლიგა დააფუძნა, სადაც მეორე-მესამეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნები მოახვედრა. ევროთასებზე ადგილების განაწილების სქემიდან ირკვევა, რომ, 2021-2022 წლების სეზონში, უეფა-ს რეიტინგში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფი ქვეყნები ერთ გუნდს წარადგენენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო სამ გუნდს კონფერენციის თასზე, ანუ არც ერთს - ევროპის ლიგაზე.

საქართველო უეფა-ს მიმდინარე რეიტინგში 47-ე პოზიციაზეა, ლაივ-რეიტინგში - 44-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული გუნდები ყველა შემთხვევაში ევროპის ლიგის მიღმა დარჩებიან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ყაჩაღური თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ განაახლა მუშაობა
12:40 / 27.10.2020
ყაჩაღური თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ განაახლა მუშაობა "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალმა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში
12:31 / 27.10.2020
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში
კორონავირუსით, ჩხოროწყუს მცხოვრები 83 წლის ქალი გარდაიცვალა.
12:00 / 27.10.2020
კორონავირუსით, ჩხოროწყუს მცხოვრები 83 წლის ქალი გარდაიცვალა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.