ზუგდიდის თეატრს ხმის აპარატურას ათხოვებენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შალვა დადიანის სახელობის
დრამატულ თეატრს ხმის აპარატურას უსასყიდლოდ, ორი წლის ვადით
გადასცემს. საკითხს მხარი საკრებულოს სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს.
შესაბამისი თხოვნით მერიას თეატრმა მიმართა. აპარატურის ღირებულება
3200 ლარია.
თეატრის მმართველმა ზურაბ ეგუტიამ „ლაივპრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ აპარატურა არ ჰქონდათ, არც შესაბამისი თანხა მის შესაძენად. ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის ამიტომაც მიმართეს.
„კულტურის სამინისტროს მივმართეთ, მაგრამ სამინისტრომ ვერ გამოყო, არ ჰქონდათ თანხები. მივმართეთ მერიას. გვერდში გვიდგანან და დაგვეხმარნენ", - აღნიშნა თეატრის ხელმძღვანელმა.