საბავშვო ბაღების პრობლემების განხილვას საკრებულოში დაპირისპირება მოჰყვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობასა
და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოჰყვა
საბავშვო ბაღებში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბარს.
მანამდე სოფელ ინგირის წარმომადგენელმა საკრებულოში ზურაბ გოგოძემ განაცხადა, რომ საბავშვო ბაღებში მთელი რიგი პრობლემებია და ამ მიმართულებით დახმარება ითხოვა. მისი სიტყვებით, იქნებ მოხერხდეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან სკოლამდელი დაწესებულებებისთვის რამდენიმე ათასი ლარის გამოყოფა გარკვეული საჭიროებების მოსაგვარებლად. აღნიშნა, რომ შესაძლოა ეს მიდგომა გავრცელდებს სხვა ბაღებზეც, რადგან უმრავლესობაში იდენტური პრობლემებია.
საპასუხოდ ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებს თავად ირჩევენ მოქალაქეები. ასევე დასძინა, რომ საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს, რასაც „ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
„რას აშენებთ, როცა საბავშვო ბაღებში ელემენტარული პირობები არ არის. შემიძლია მაგალითად მოგიყვანოთ დარჩელის საბავშვო ბაღი სადაც ბავშვებს არ აძინებენ, რადგან არ არის პირობები. თქვენ მარტო სიტყვით ამბობთ - ვაშენებთ, ვაკეთებთ, რეალურად კი, არაფერი ჩანს“, - განაცხადა ბათლომე შელიამ, რომელმაც ირაკლი ლაგვილავას კამათისას „სხდომის ჩამშლელი დეპუტატი“ უწოდა.
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების მოგვარება. მანვე ოპოზიციონერ დეპუტატს უთხრა, რომ დღეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა ვითრება, მათ რომ უკეთესი მემკვიდრეობა დაეტოვებინათ. მისივე თქმით, ისინი ამ მიმართულებით მუშაობენ. დაგეგმილია შვიდი ახალი სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა, უახლოეს სამ წელიწადში კი ბაღების საჭიროებები მნიშვნელოვნად მოგვარდება.