ახალი ამბები
ბრალდებული ხობის პოლიციის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ფოთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი არსენა მატარაძე აცხადებს, რომ ხობის პოლიციის უფროსი აიძულებდა იმ დანაშაულის აღიარებას, რომელიც რეალურად არ ჩაუდენია.

არსენ მატარაძემ ჟურნალისტებს გნუცხადა, რომ 22 სექტემბერს სამართალდამცველებმა მის სახლში, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით სახლში გაჩხრიკეს, რის შემდეგაც ის პოლიციაში გადაიყვანეს.

მატარაძის სიტყვებით, ჩხრეკის დროს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც მამაკაცი აცხადებს, მას პოლიცია პირუტყვის ქურდობაში ადანაშაულებს, რაც არ ჩაუდენია.

„მეც გამჩრიკეს, ჩემი ავტომანქანაც და მითხრეს, რომ უნდა გავყოლოდი მათ. მითხრეს, წამობრძანდით, ხობის პოლიციაში უნდა წაგიყვანოთ, თქვენი ნახვა ხობის პოლიციის უფროსს უნდაო. დანაშაული არ მქონდა ჩადენილი და არც შემშინებია. იქ მისულებს პოლიციის უფროსმა მკითხა, ხომ იცი რაც მოხდაო. მე არაფერი ვიცოდი, საქონელი მოიპარეს და შენ თავზე უნდა აიღო, მე ყველაფერში დაგეხმარებიო. სამ-ოთხ დღეში გარეთ გამოგიყვან და ჩვეულებრივად გააგრძელებ მერე მუშაობაო. რა თქმა უნდა, არ დავთანხმდი, რაც არ გამიკეთებია, საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი“, - აცხადებს არსენ მატარაძე.

მისივე ინფორმაციით, ის იმავე დღეს ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სასამართლომ 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. ბრალდებული ამბობს, რომ მას ეს თანხა არ აქვს და იბრძოლებს საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, 22 სექტემბერს ხობის პოლიციაში დაიწყო გამოძიება ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის პირუტყვის ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით. 23 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, 1986 წელს დაბადებული არსენ მატარაძე. ის არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს.

„25 სექტემბრის, განჩინებით ფოთის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლიობა და ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით 10000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა“, - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ქურდობის ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გარდა 27 სექტემბერს ხობის პოლიციამ ასევე დაიწყო გამოძიება ბრალდებულ ა.მ-ს მიერ მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე. გამოძიება სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გრძელდება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პანდემიით დაზარალებული ფერმერები ახალი შესაძლებლობების ძიებაში
პანდემიის დროს გამოცხადებული კარანტინის გამო, ფერმერები დაზარალდნენ,
ეთნოსოფელი უცხოელი სტუმრების გარეშე
პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად იზარალა
ხანდაზმულთა ცხოვრება პანდემიის წესებით [ვიდეო]
ზუგდიდში მოქმედმა ხანდაზმულთა დღის
პანდემიაგამოვლილი თხილის გზა ექსპორტამდე
თხილის ბაღებში შეწამვლის სამუშაოები კარანტინს დაემთხვა.
ფოტო
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.