ახალი ამბები
ძმის მკვლელობაში ბრალდებულის თვითმკვლელობის საქმეზე ციხის თანამშრომელს ბრალი წარედგინა
FaceBook Twitter
E-mail Print
იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა. საუბარია ძმის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბერს საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

როგორც „ლაივპრესს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა ქალმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად.

„კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 08 ოქტომბერს, ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო ბრალდებულის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.

ზუგდიდის სასამართლომ ძმის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 30 სექტემბერს შეუფარდა. მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ თავის მართლებას არ აპირებდა.

ბრალდებულმა საკუთარი ძმა 28 სექტემბერს, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური
სწავლების პროექტი
12:18 / 22.02.2020
საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა აფხაზური ენის დისტანციური სწავლების პროექტი
ლაივპრესის ინფორაციით, ორსანტია-ზუგდიდის გზაზე დააკავეს 25 წლის
მამაკაცი, რომელსაც თან
10:29 / 22.02.2020
ლაივპრესის ინფორაციით, ორსანტია-ზუგდიდის გზაზე დააკავეს 25 წლის მამაკაცი, რომელსაც თან
ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა, სოციალურ ქსელში ზუგდიდის
18:24 / 21.02.2020
ეპარქიის მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა, სოციალურ ქსელში ზუგდიდის
ვიდეო
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ქუჩისთვის შეცვლილი სახელი, რომელზეც ინფორმაცია მოსახლეობას არ ჰქონდა [ვიდეო]
არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების შემდეგ ზუგდიდის
პორტის ერთ-ერთი მშენებელი კომპანია ანაკლიას ტოვებს [ვიდეო]
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ქვეკონტრაქტორ
ენგურის ხიდი, სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად [ვიდეო]
ოკუპირებული გალის მცხოვრებლებს სოხუმში მიმდინარე
ღორის ხორცის საშობაო ბაზრობა ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის ცენტრალურ სუპერმარკეტში საშობაოდ
ფოტო
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში მდებარეობს.
ხანმოკლე თოვა ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდში გათოვდა. თოვა ხანმოკლე იყო და მალევე დადნა.
ოკაცეს ჩანჩქერი ყინულის ლოლოებით [ფოტო]
ოკაცეს ჩანჩქერი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია.
„სამოქალაქო აქტივიზმი“
ზუგდიდში, ცოტნე დადიანის #3-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი
სამეგრელო-ზემო სვანეთის ნაძვის ხეები [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.