ახალი ამბები
ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილს დაემსგავსა - რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელ ლაშა დარსალიამ განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა იქნება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება. ასევე ის მოვლენები, რომლებიც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ.

რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მოლაპარაკებები იმ ფონზე, რომ ცოტა ხნით ადრე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგა, დარსალიას განმარტებით, ეს რაუნდის დასრულების შემდგომ გამოჩნდება. მით უფრო რუსეთის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელის ჩართვით. დელეგაციას გრიგორი კარასინის ნაცვლად, სერგეი ლავროვის ახალი მოადგილე ანდრეი რუდენკო ხელმძღვანელობს.

"რაიმე გარღვევას ამ კონკრეტულ რაუნდზე შესაძლოა არ ჰქონდეს ადგილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად გადაიდგას ნაბიჯები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას", - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს თქმით კი, ბოლო დროს, ჟენევის დისკუსიები წრეზე სირბილს დაემსგავსა და მისი სურვილია, ამჯერად მაინც მოხერხდეს რაიმეს გაკეთება.

"ყოველ შემთხვევაში, დეესკალაციას მაინც მივაღწევთ საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთის" სასაზღვრო რაიონში. ჩვენი პოზიცია იგივე რჩება. ჩვენ განვიხილავთ ჟენევის დისკუსიებს, როგორ ძალიან მნიშვნელოვან და პრაქტიკულად ერთადერთ სივრცეს, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ ამ რეგიონებში.

ჩემი პირველი მონაწილეობის ფარგლებში, უბრალოდ, მინდა, შევხედო სიტუაციას და ახალი ხედვით განვსაზღვრო, რა ხდება და სად არის კომპრომისების მიღწევის შესაძლებლობა", - განაცხადა რუდენკომ.

თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ძირითადი პოზიციები უცვლელი რჩება ექვსპუნქტიანი გეგმის ყველა პუნქტთან დაკავშირებით".
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან
დაკავშირებით,
15:02 / 13.10.2019
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით,
სოხუმში, მაიმუნების საშენიდან მაიმუნი გაიქცა. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი
ადგილობრივის
12:39 / 13.10.2019
სოხუმში, მაიმუნების საშენიდან მაიმუნი გაიქცა. ის აღმოჩნდა ერთ-ერთი ადგილობრივის
საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე
თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით
11:40 / 13.10.2019
საქართველოს პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
10:34 / 13.10.2019
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ვიდეო
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში უარყოფენ ბრალდებას,
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
ფოტო
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი დაზიანებულია,
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.