ზუგდიდში სტადიონების რეკონსტრუქციისთვის 100 ათას ლარზე მეტი გამოიყო
ზუგდიდის ცხრა ქუჩაზე არსებული ათი სტადიონის რეკონსტრუქცია იგეგმება.
ადგილობრივმა
მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. საუბარია თამარ მეფის, სერგიას,
შარტავას, ჩიქოვანის, ქუჯის, ც.დადიანის N3 და N1, ჭყონდიდელის,
ჭავჭავაძის და წმ.გიორგის ქუჩებზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 101 ათას 306 ლარია.
სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 40 დღეში უნდა დასრულდეს.
დაზიანებული ხელოვნური ბალახის ჩამატება, ფეხბურთის კარებზე ბადის მოწყობა, მაყურებელთა ტრიბუნის ჩამოსაჯდომი ფიცრის აღდგენა, ბოძებზე სანათების მოწყობა, ეს ნაწილია იმ სამუშაოების, რომელიც უნდა განხორციელდეს.
ზუგდიდში სტადიონების მდგომარეობაზე "ლაივპრესმა" ფოტორეპორტაჟი გასულ თვეს მოამზადა.