ახალი ამბები
მერიის თანამშრომელი გაფრთხილების მიუხედავად ფეისბუკზე შეურაცხმყოფელ კომენტარს აქვეყნებს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილე გაფრთხილების მიუხედავად სოციალურ ქსელში სიძულვილის ენით საუბარს აგრძელებს.

ზაზა ფარცვანიამ ამჯერად კომენტარი თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

„თუ არ გაუყრია შენთვის, პატიმრობას არ ითვალისწინებს“, - "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ ასე დააკომენტარა ერთ-ერთი საინფორმაციო პორტალის გამოქვეყნებული მასალა „ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი თამთა თოდაძე დეპუტატ ჯიშკარიანისთვის პატიმრობის შეეფარდებას ითხოვს“.

ზაზა ფარცვანია ფეისბუკზე შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების გამო ზუგდიდის მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის შესაბამისად გააფრთხილეს, რათა მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორებულიყო.

"მე მგონი მომავალში მსგავსი ფაქტი არ განმეორდება", - გვითხრა ზაზა ფარცვანიამ 9 ოქტომბერს, გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილებაზე კომენტარის დროს. ის შვებულებაშია და დასრულების შემდეგ მუშაობის გაგრძელებას გეგმავს.

"ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ 8 სექტემბერს სოციალურ ქსელში, აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებს შეაგინა და უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

ზაზა ფარცვანიამ ფეისბუკზე სიძულვილის ენის შემცველი ტექსტი 2017 წლის ივლისშიც გამოაქვეყნა, როცა ასევე მერიის დაქვემდებარებულ სხვა ააიპ-ში "ფეხბურთისა და ახალგაზრდობის ცენტრის" დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მან შეურცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისის ცენტრიდან 2017 წელს გაუჩინარდა. მუხთარლის მხარდასაჭერად ქართული მედიის წარმომადგენლებმა მაშინ აქცია გამართეს, ზაზა ფარცვანიამ ყველა მათგანი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

სიძულვილის ენის შემცველი ტექსტების გამო, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტმა 2019 წლის სეტემბერში ზუგდიდში, ზაზა ფარცვანიას წინააღმდეს საპროტესტო აქციაც გამართა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.