ახალი ამბები
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან
FaceBook Twitter
E-mail Print
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები შესაძლოა გაიფიცონ.  მიზეზი დაბალი ხელფასებია, რომელთა გაზრდასაც უკვე რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვენ. მუზეუმის ექსკურსიამძღოლმა ელზა ზოდელავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ხვალ ისინი გეგმავენ ერთობლივად მიმართვას კულტურის სამინისტროსთვის და პრემიერ-მინისტრისთვის, და თუკი ამ ყველაფერს შედეგი არ ექნება, მაშინ გაიფიცებიან.

მისი თქმით, გამოიყენეს ყველა პლატფორმა შესაბამისი უწყებებისთვის ხმის მისაწვდენად, თუმცა რეაგირება არ ყოფილა.

"ყველანი ვიტყვით ჩვენს სათქმელს", - აღნიშნა მან.

მუზეუმის დირექტორის მოადგილე საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში, ნანა ფიფია ფეისბუკზე წერს, რომ ჯერაც ჰქონდათ იმედი, 2020-ის ბიუჯეტში მაინც მოხდებოდა მათი თხოვნის გათვალისწინება.

"დაგვრჩა ერთადერთი გზა, გაფიცვა და ამას მალე მიიღებთ", - ამბობს ნანა ფიფია. ის აქვეყნებს სოციალურ ქსელში მასალას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქვეყანამ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შრომის ანაზღაურების შესაბამისი სტანდარტი უნდა უჩვენოს და წარმოადგინოს.

"ზუგდიდის მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასები მიუთითეთ და ეგრევე მიგვიღებენ... მართლა არაფრის არ გრცხვენიათ!!!", - მიმართავს მუზეუმის თანამშრომელი განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს.

მის სტატუს ქვეშ კომენტარები დატოვეს მუზეუმის სხვა თანამშრომლებმა. მზია ჭაფანძე წერს, რომ უკვე არაფრის იმედი არ აქვს.

"რამდენჯერ დავწერეთ, რამდენჯერ მივწერეთ. რამდენჯერ თხოვნით მივმართეთ, მაგრამ შედეგი?".

სოფიკო ფიფია კი ამბობს, რომ კულტურის სამინისტრომ ისინი უპატრონოდ მიატოვა, მაგრამ რატომ, ამაზე პასუხი არ აქვს.

"უკვე დავიღალეთ ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლები ჩვენი ხელფასების გამოქვეყნებით.. ეტყობა ადამიანებად არ გვთვლით", - ამბობს ის.

მუზეუმის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ივლისში განუცხადეს "ლაივპრესს", რომ დაბალი ხელფასების პირობებში უწევთ მუშაობა. აქ მეთვალყურის ხელფასი 244 ლარია, ექსკურსიამძღოლის 280. ფონდის მცველს კი 330 ლარს უხდიან. დირექტორის მოადგილის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ ინფორმირებულები არიან და საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმე ვადებზე, თუ როდის შეიცვლება ვითარება, საუბარი უჭირთ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული
პოლიტიკური
22:25 / 06.10.2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია
რუსი სამხედროების
16:49 / 06.10.2022
უკრაინაში, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ნაწილში ამ ეტაპზე ნაპოვნია რუსი სამხედროების
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე,
12:51 / 06.10.2022
საქართველოს ბანკებში რუსეთის მოქალაქეების ფინანსებზე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ
შორის ერთი სამეგრელოში.
11:30 / 06.10.2022
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 4 პირი დააკავა. მათ შორის ერთი სამეგრელოში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
კამპანია სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ერთადერთი თავშესაფრის გადასარჩენად [ვიდეო]
სამეგრელოს რეგიონში, ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა ერთადერთი თავშესაფარი შესაძლოა დაიხუროს.
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.