დადიანების მუზეუმის თანამშრომლებმა ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცეს [ვიდეო]
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებმა
გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
მათ მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განათლების,
კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს, გაითვალისწინონ
2020 წლის ბიუჯეტში მათთვის მიზერული ანაზღაურების გაზრდა. კონკრეტული
პასუხის მისაღებად მათ ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ
შემთხვევაში გაიფიცებიან და უარს იტყვიან დაკისრებული მოვალეობის
შესრულებაზე.
მუზეუმის დირექტორის მოადგილემ საგანმანათლებლო-სამეცნიერო დარგში, ნანა ფიფიამ განაცხადა, რომ უკვე გამოიყენეს ყველა შესაძლო ლეგიტიმური გზა, როგორც პარლამენტის ტრიბუნა, ისე ოფიციალური წერილების გაგზავნა თანამშრომელთა ხელმოწერით, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის, თუმცა წლებია ამ ყველაფერს შედეგი არ აქვს.
"განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრს სამწუხაროდ გონია, რომ ის მხოლოდ მასწავლებლების მინისტრია. მასაც მინდა შევახსენო, რომ მუზეუმელების მინისტრიც არის. მივმართავთ ბატონ გახარიას, გადახედოს ჩვენს სახელფასო პოლიტიკას. ნახოს ჩვენი შემოსავლები, შრომის ანაზღაურება და დარწმუნებული ვარ, მივა იმ დასკვნამდე, რომ ამ სასახლეში, რომელიც მებატონეებმა ააშენეს, ბატონყმობა ჯერ არ გადავარდნილა", - აღნიშნა ნანა ფიფიამ.

თავის მხრივ, ექსკურსიამძღოლის, ნანა აბულაძის თქმით, დადიანების მუზეუმში ხელფასები 244 ლარიდან იწყება. მას 280 აქვს ანაზღაურება. სხვა თანამშრომელთა ხელფასიც ძალიან მცირეა, და რომ ამ ფონზე უწევთ სამეგრელოს კუთხის, ერთიანი საქართველოს კულტურის წარმოჩენა დამთვალიერებლებისთვის.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მუზეუმს ბევრი ტურისტი სტუმრობს. უწევთ ზოგჯერ დღეში 15-17 ექსკურსიის ჩატარება. ეს ხელფასი მოტივაციის საფუძველი ნამდვილად არ არის, თუმცა, განმარტავენ, თავიანთ მოვალეობას ყველა პასუხისმგებლობით ეკიდება, ხელისუფლება კი უკვე წლებია მათ თხოვნას ყურად არ იღებს.
მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ადასტურებს, რომ ანაზღაურება აქ მართლაც ცოტა აქვთ თანამშრომლებს. მისივე განმარტებით, უკვე ჰქონდა კომუნიკაცია განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთან, რომელსაც უშუალოდ მუზეუმები აბარია და შექმნილი ვითარების შესახებ აცნობა. პასუხად მიიღო, რომ ამ მიმართულებით მუშაობენ, და რომ "ცოტა აცალონ".

"მეც მინდა, რომ ხელფასი მომემატოს. რატომ უნდა ვიყო წინააღმდეგი, რომ თანამშრომლებს ხელფასი მოემატოთ. მითხრა იმ ადამიანმა, რომ ნუსხას ვაკეთებ თქვენს ხელფასთან დაკავშირებით, ვაცალოთ. თუ აკეთებენ ნუსხას, მაშინ ნამდვილად იქნება ანაზღაურების მომატება", - აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა.
რაც შეეხება თანამშრომელთა მოსალოდნელ გაფიცვას, თქვა, რომ მუზეუმისთვის ეს მიზანშეწონილი არ არის, და რომ კულტურის სამინისტრო ამის შესახებაც იქნება ინფორმირებული და ალბათ მიიღებენ გარკვეულ ზომებს.
მუზეუმის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ ივლისში განუცხადეს "ლაივპრესს", რომ დაბალი ხელფასების პირობებში უწევთ მუშაობა. აქ მეთვალყურის ხელფასი 244 ლარია, ექსკურსიამძღოლის 280. ფონდის მცველს კი 330 ლარს უხდიან. დირექტორის მოადგილის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ ინფორმირებულები არიან და საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმე ვადებზე, თუ როდის შეიცვლება ვითარება, საუბარი უჭირთ.