თუ მუზეუმის შემოსავალი იქნება მზარდი, ეს აისახება თანამშრომელთა ხელფასებზეც - სამინისტრო [ვიდეო]
განათლების და კულტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დადიანების
მუზეუმში ანაზღაურება არ არის
მაღალი, თუმცა ამ მიმართულებით უწყებაში მუშაობენ. უთხრეს "ლაივპრესს"
სამინისტროში. კულტურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თეა ონიანის
განცხადებით, ეს გამოიხატება იმაში, რომ სამინისტრომ შექმნას
მუზეუმების ინსტიტუციური განვითარების სრული შესაძლებლობა, რაც თავად
მუზეუმსაც შეაძლებინებს მოიზიდოს დამატებითი სახსრები. ასევე
ხელფასებთან დაკავშირებით არსებული ვითარება გამოსწორდეს.
სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მაგალითად, მიმდინარე წელს საკუთარი შემოსავლებიდან მიღებული 135 ათასი ლარიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა 29 ათასი ლარი, და თუ მუზეუმის შემოსავალი იქნება მზარდი, რაც აუცილებლად იქნება განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში, ეს აისახება ხელფასებზეც.
"ჩვენ ასევე საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებშიც ვზრუნავთ იმაზე, რომ შრომის ანაზღაურების კომპონენტი იყოს მოწესრიგებული. დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვა ხელს უწყობს ერთის მხრივ მუზეუმის, როგორც ინსტიტუციის განვითარებას, ვიზიტორთათვის შესაბამისი პირობების შექმნას, და ასევე იძლევა იმ დამატებითი რესურსის მოზიდვის შესაძლებლობას, რომელიც განაწილებული იქნება თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე", - განმარტეს სამინისტროში.
თეა ონიანის თქმით, დადიანების მუზეუმი ეს არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია სამინისტროსი, სადაც დაცულია ეროვნული მემკვიდრეობის საგანძური. თუმცა ამასთან, თავად შენობა-ნაგებობები წარმოადგენენ ეროვნული კატეგორიის ძეგლებს. შესაბამისად, მისი მტკიცებით, სამინისტრო და სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს მუზეუმის განვითარებაზე.
"გასულ წელს ნიკოს სასახლის რეკონსტრუქცია განხორციელდა. მიმდინარე წელს იგეგმება ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება. ნიკოს სასახლეში განახლდება ექსპოზიცია, რისთვისაც სამინისტრომ 70 ათასი ლარი გამოყო. და ეს განახლებული ექსპოზიცია დამთვალიერებელთა მიღებას შეძლებს უკვე 2020 წლის გაზაფხულიდან", - აცხადებენ უწყებაში.
დადიანების მუზეუმის თანამშრომლები დაბალი ანაზღაურების გამო პროტესტს გამოთქვამენ. ისინი დღეს შეიკრიბნენ მუზეუმის შესასვლელთან და მიმართეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. ასევე განათლების და კულტურის მინისტრს, გადახედონ სახელფასო ფონდს და ცვლილებები აისახოს მომავალი წლის ბიუჯეტში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.