მუზეუმის თანამშრომლების ხელფასებთან დაკავშირებით დეპუტატი განათლების მინისტრს მიმართავს
16:21 / 11.10.2019
პარლამენტის წევრი ლელა ქებურია დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული
მუზეუმის
თანამშრომლების მოთხოვნას გამოეხმაურა და განათლების მინისტრს მიხეილ
ბატიაშვილს მოუწოდა, 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ მუზეუმის
თანმაშრომლების ხელფასების ზრდა. „ევროპული საქართველოს“ წევრის
სიტყვებით, ხელისუფლებას ჰგონია, რომ მისი პრობლემა არის მხოლოდ და
მხოლოდ პიარი და არა ის, რომ არ ესმის ხალხის ხმა.
ლელა ქებურიას განცხადებით, წლებია უცვლელია მუზეუმის თანამშრომლების ხელფასები, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ პიარისთვის დაფინანსება მუდმივად იზრდება:
„2013 წელს „ქართული ოცნების“ პიარში იხარჯებოდა 7 მილიონი ლარი, 2019 წლისთვის ეს დანახარჯი შეადგენს 20 მილიონ ლარს. თუმცა არ შეცვლილა მონაცემები დადიანების მუზეუმის თანამშრომლებისთვის. მაგალითად, მეთვალყურეს აქვს 244 ლარი ხელფასი, ექსკურსია მძღოლს 280 ლარი, დირექტორის მოადგილეს 400 ლარი. ეს ხელფასებია იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ყოველდღიური ინფლაცია და ლარის გაუფასურებაა წარმოუდგენელია. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მისი პრობლემა არის მხოლოდ და მხოლოდ პიარი და მას არ ესმის ხალხის ხმა. ეს არის სამარცხვინო და მოვუწოდებ განათლების მინისტრს, შეისწავლოს ამ ადამიანების პრობლემა. განათლების უწყება არის სამეულში, რომლის პიარშიც იხარჯება მილიონები. განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოვუწოდებ, ნაცვლად იმისა, რომ თავის პიარში ხარჯოს მილიონები, 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ მუზეუმის თანმაშრომლთა ხელფასები ზრდა“, - შესაბამისი განცხადება ლელა ქებურიამ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათ მიმართეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს, გაითვალისწინონ 2020 წლის ბიუჯეტში მათთვის მიზერული ანაზღაურების გაზრდა. კონკრეტული პასუხის მისაღებად მათ ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაიფიცებიან და უარს იტყვიან დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მუშაობენ ამ მიმართულებით.