ავსტრიაში აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოება დაარსდა
ავსტრიაში, ოფიციალური სტრუქტურების მიერ აფხაზურ-ავსტრიული
საზოგადოება დაფუძნდა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო
ავრცელებს. მათივე ცნობით, ორგანიზაციის მიზანია კულტურული და
ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარება ორ "რესპუბლიკას" შორის.
ამასთან, ობიექტური ინფორმაციის გავრცელება აფხაზეთზე, მის ისტორიაზე,
კულტურაზე, განათლებაზე, ტურიზმსა და სხვა სფეროებზე.
სოხუმის განმარტებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოების წარმომადგენელთა ვიზიტი აფხაზეთში.
სოხუმის განმარტებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოების წარმომადგენელთა ვიზიტი აფხაზეთში.